Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
რა არის აღსარება? | PEMPTOUSIA

რა არის აღსარება?

9 February 2018

„რა არის აღსარება? რატომ მივდივართ აღსარებაზე? რატომ გვაქვს იმის საჭიროება რომ წავიდეთ და ვთქვათ აღსარება?“

მამა მაქსიმ ნიკოლსკი, გაერთიანებული სამეფოს საპყრობილეების მღვდელი, საუბრობს აღსარების საიდუმლოზე.

„აღსარება. რა არის აღსარება? რატომ მივდივართ და ვამბობთ აღსარებას? ჩვენ საჭიროება გვაქვს იმისა, რომ ვთქვათ აღსარება. მე მივდივარ აღსარებაზე მაშინ, როდესაც შეგნებული მაქვს, რომ ჩემი ცხოვრება  არ არის ისეთი, როგორიც მე მინდოდა რეალურად ყოფილიყო. მე გამაჩნია ერთგვარი ცნობიერება. ეს ცნობიერება, რომელიც ჩემშია, არის ღმრთის სიტყვა. ჩემი ცნობიერება მეუბნება, თუ როგორ უნდა ვიცხოვრო, თუ როგორ უნდა მოვიქცე, რა უნდა გავაკეთო. თუკი მოვუსმენდი ყურადღებით, ღრმად, მთელი ჩემი რწმენით ჩემს ცნობიერებას, ღმრთის სიტყვას, რა დიდებული იქნებოდა… თუმცა ძალიან ხშირად, როდესაც ჩემი ცნობიერება რაიმეს გაკეთებაზე მიმითითებს, მე უარს ვამბობ, ცდუნება მიპყრობს რომ სრულიად სხვა რამე გავაკეთო და იგნორირება გავუკეთო ჩემს ცნობიერებას. მსურს ბურუსით შევმოსო ჩემი ცნობიერება, რათა აღარ გავიგონო მისი ხმა, მერე კი მივდივარ და იმას ვაკეთებ, რაც მე მინდა. მე, მე, მე…. მე მსურს კომფორტი, მსურს კმაყოფილება, ნელნელა კი ზურგს ვაქცევ უფალს და მას ვშორდები. მერე კი ვაკეთებ იმას, რაც ვიცი რომ შეცდომაა, ცოდვაა. ხშირად ამას ვაცნობიერებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც რაიმე უკვე ჩადენილი გვაქვს, რადგან ჩადენილი გვაქვს ცოდვა და ვიცით, თუ რა ცოდვები გვაქვს ჩადენილი. აი, სწორედ ამ დროს, როდესაც უკვე ჩადენილი გვაქვს ცოდვა, არის დრო იმისა, რომ ცრემლებით ან შინაგანი ცრემლებით შემოვბრუნდეთ ღმრთისაკენ და ვითხოვოთ მისგან პატიება.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყოველ კვირას მოდიან ეკლესიაში. შემოდიან ტაძარში ცოტა შეშინებულები, მიდიან მღვდელთან, რათა მას აღსარება ჩააბარონ. ძალიან ხშირად პირველად თავიანთი სიცოცხლის მანძილზე. შეიძლება აგერ უკვე ოცი წელიწადია, რაც არ ჩაუბარებიათ აღსარება და არ იციან საიდან დაიწყონ. მე მათ ვეუბნები: დაიწყე ბავშვობიდან, იქიდან, როდესაც ბავშვი იყავი. როგორ ექცეოდი შენს დედასა და მამას, როგორ იქცეოდი სკოლაში? ამბობდი ტყუილებს? იღებდი თუ არა იმ ნივთებს, რომლებიც შენ არ გეკუთვნოდა? რა ხდებოდა სკოლის დამთავრების შემდეგ, უნივერსიტეტში, ინსტიტუტში? რას იტყვი სამსახურზე და მოგვიანებით, ადამიანებთან შენს დამოკიდებულებაზე? გაიხსენე რა გაგიკეთებია ისეთი, რაც იცი რომ არასწორი იყო. თავდაპირველად, ადამიანები იწყებენ ფიქრს და მთელი თავიანთი ცხოვრების განსჯას. შენ შეგიძლია იგრძნო, იცი რომ ეს არის ნამდვილი აღსარება, რომელიც მათი გულის სიღრმიდან მოედინება.

ხშირად ისიც ხდება ხოლმე აღსარებისას, რომ ადამიანები ფურცელზე ჩამოწერილი ცოდვების სიით მოდიან და კითხულობენ: რომ აი ესა და ეს გავაკეთე, ვაწყენინე დედაჩემს, ვცემე ჩემი შვილები, ვიმგზავრე ავტობუსით ისე რომ ბილეთი არ ამიღია. და ჩამოთვლიან ერთი მეორის მიყოლებით ამგვარ სხვა წვრილმანებს. კითხულობენ სიას და მიტევებას ელოდებიან, რაც არ არის სწორი. რადგან შენ გრძნობ, ადამიანი უბრალოდ კითხულობს რაღაც სიას თუ ადამიანი – კაცი ან ქალი, მოდის აღსარებაზე და რეალურად აცნობიერებს, რომ მას აქვს ერთგვარი დისჰარმონია თავის ცხოვრებაში.

არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ზოგჯერ მოდიან აღსარებაზე და ჩამოთვლიან იმ საქმეებს, რომლებიც ჩაიდინეს. მათ იციან რომ ეს საქმეები არ იყო სწორი. თუმცა შემდეგ ჩერდებიან და დიდხანს რჩებიან მდუმარედ, არაფერს ამბობენ. ისეთი გრძნობა გეუფლება, რომ ამ ადამიანებს კიდევ აქვთ რაიმე სათქმელი, თუმცაღა არ ამბობენ, ჩუმდებიან. რატომ? იმიტომ რომ რცხვენიათ. რცხვენიათ მღვდლის, რომელიც გაიგებს, თუ რას იტყვიან ისინი. ზოგჯერ მართლაც რთულია ყველაფრის თქმა. თუმცაღა, თუ ამას არ გააკეთებ, აღსარება ვერ იქნება სრულყოფილი. ეს არ იქნება დასრულებული აღსარება. თუკი ვაგრძელებთ რაიმეს დამალვას, ესე იგი, ჯერ კიდევ გვაქვს რაღაც ჭუჭყი ჩვენში. ჩვენ არ ვაბარებთ აღსარებას მღვდელს, ჩვენ აღსარებას ვაბარებთ უფალს, მაგრამ ერთი რომელიმე მღვდლის მეშვეობით. ღმერთი ჩვენ გვხედავს.

როდესაც ჩვენ ვდგავართ ტაძარში და ველოდებით ჩვენს რიგს, რათა მღვდელმა მოისმინოს ჩვენი აღსარება, ხშირად რიგი გრძელია ხოლმე და დიდხანს გვიწევს მოცდა. და იმ დროს, როდესაც ვდგავართ და ველოდებით, დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას ვითხოვთ უფლისაგან. ასევე ვთქვათ ლოცვები. უამრავი ლოცვა არსებობს. აუცილებლად ვთქვათ ის ლოცვა, რომელიც თავად იესო ქრისტემ ასწავლა თავის მოციქულებსა და ჩვენ. ჩვენი უფლის, ჩვენი მამის ლოცვა.  ჩვენი მამის მიმართ წარმოთქმულ ლოცვაში ბუნებრივია ვამბობთ: „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს…“ და სწორედ აქ არის გადამწყვეტი წერტილი: „და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა“. თუკი მე არ მივუტევებ სხვებს, ეს რას ნიშნავს? ნიშნავს იმას, რომ არც უფალი მომიტევებს მე. წარმოიდგინეთ. მე არ მომიტევებს. ასეთ შემთხვევაში, მე კვლავ ვრჩები ამ სიბინძურეში, ვრჩები ამ სიბნელეში. როგორ შეიძლება უგულებელვყოთ იესო ქრისტეს ეს ახალი სწავლება. იესო ქრისტემ თავისი საქმით გვასწავლა, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს. როდესაც იგი აღესრულა ჯვარზე, როდესაც ის ჯვარზე გააკრეს, მან თქვა: მამაო, მიუტევე მათ, რამეთუ არ იციან თუ რას იქმნიან. ისინი იესო ქრისტეს მტრები იყვნენ, მაგრამ უფალი მათ არ ხედავდა, როგორც მტრებს. იესო მათ ხედავდა, როგორც უბედურ მსხვერპლთ, რომელთაც არ იცოდნენ, თუ რა გააკეთეს. ბუნებრივია, ადვილია ვილოცოთ ჩვენი ოჯახისათვის, მათთვის, ვინც ჩვენ გვიყვარს და ვისაც ჩვენ ვუყვარვართ. უფრო რთულია ვილოცოთ მისთვის, ვინც ვიცით რომ სერიოზული ბოროტება ჩაიდინა. როგორ ვილოცოთ მათთვის? ვფიქრობ ის, რაც უნდა გავაკეთოთ არის შემდეგი სიტყვების თქმა: უფალო, წყალობა ჰყავი ამ ადამიანისათვის, დაეხმარე, უფალო, რომ შენი გაიგოს და შენ დაგინახოს;  დაეხმარე მას, უფალო, რომ გაიგოს შენი სწავლება; უფალო, შენ გვაჩვენებ გზას, მაგრამ ხშირად არ მივჰყვებით ხოლმე შენს მიერ მითითებულ ბილიკს; დაეხმარე იმ ადამიანს, უფალო, და შემიწყალე მეც, შემიწყალე ჩემი ფიქრებისთვის, რომელიც ყოველგვარ ღირებულებას მოკლებულია, შემიწყალე ყველა იმ ცოდვისთვის, რომელთაც ყოველდღიურად ჩავდივარ, წყალობა მოიღე ყველა ჩვენგანისთვის, უფალო, შეგვიწყალე და გადაგვარჩინე.

აღსარების შემდეგ ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება და ადამიანი მზად არის ზიარების მისაღებად.“

 

შინაარსი
სანიშნეები