Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
„ისწავლეთ კარგად ინტერნეტი, იმისათვის რომ დაიცვათ თავი და წარმატებულნი იქნეთ თქვენს საქმიანობაში!“ | PEMPTOUSIA

„ისწავლეთ კარგად ინტერნეტი, იმისათვის რომ დაიცვათ თავი და წარმატებულნი იქნეთ თქვენს საქმიანობაში!“

7 March 2018

წინა სტატია შეგიძლიათ იხილოთ: http://www.pemptousia.ge/2018/02/27/კიბერსივრცეში-არსებული-დ/

კანონის ფარგლებში ციფრული სამყაროს მოქმედება არასდროს იქნება სრულიად დაცული. დამნაშავენი არ გრძნობენ იმის აუცილებლობას, რომ პატივი მიაგონ სხვადასხვა ქვეყნის გეოგრაფიულ საზღვრებს ანდა საერთაშორისო იურისდიქციას, შესაბამისად, ამა თუ იმ პირს, თუკი ის მიზნად დაისახავს ზიანი მიაყენოს რომელიმე ორგანიზაციას, რომელიმე მესაკუთრესა თუ სამსახურს, ამის განხორციელება თითქმის დაუსჯელად შეუძლია. არსებობს ახალი კანონმდებლობა მონაცემთა უსაფრთხოების შესახებ, როგორიცაა მაგალითად GDPR (general data protection regulation = მონაცემთა დაცვის რეგულირების შესახებ). გარდა ამისა, ΝIS-ის ინსტრუქციას, იმ სამართლებრივი ღონისძიებების მეშვეობით, რომლებიც მიზნად ისახავენ ევროკავშირში კიბერ უსაფრთხოების საერთო დონის ამაღლებას, შეუძლია სიტუაციის გაკონტროლება, აღნიშნავს ბატონი სამანი.  

თავად ბატონი სამანი მიესალმება ყველა იმ კანონს, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებას. გარდა ამისა, იგი მკაცრად აკრიტიკებს აზრს, თითქოსდა GDPR უნდა მიიჩნეოდეს, როგორც „დიდი საფრთხობელა“, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიდეს და ყველა ჩვენგანი დააშინოს. თუმცა, რეალობა არის ის, რომ უნდა ხდებოდეს სწორად და გამჭვირვალედ ამა თუ იმ ბიზნესის მომხმარებელთა მონაცემების საუკეთესოდ დაცვა, რაც იქნება კიდეც დაკავშირებული მის პროდუქტიულობასთან. სხვადასხვა კომპანიის მხრიდან ამას უნდა მოჰყვეს დადებითი და არა უარყოფითი შეფასება, რადგანაც ისინი თავად უნდა იყვნენ დაინტერესებულნი მოიძიონ ის ბერკეტები, რომლებიც ახალ კანონმდებლობას ხელს შეუწყობს, იმოქმედოს მათი მომხმარებლების სასარგებლოდ.

მიუხედავად ამისა, მომხმარებელთა უსაფრთხოების საკითხში ფიგურირებს კიდევ ერთი რამ, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია: ადამიანური ქცევა. ზოგიერთი ძირეული საკითხის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების ცვლილებამ, რაც ხშირ შემთხვევებში შეეხება იმ ძირითად ზედაპირულობას, რომელსაც ჩვენ ვიჩენთ ხოლმე ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ, შეიძლება ასევე გააუმჯობესოს პერსონალური (პირადი) მონაცემების დაცვა და შეამციროს თავდასხმის რისკი.  ბატონი სამანი ამ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ ნათლად აღნიშნავს:

„მსურს გაგახსენოთ ერთი შემთხვევის შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქონდა ლონდონში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, სადაც უფასოდ არიგებდნენ შოკოლადებს, სამაგიეროდ კი მოქალაქეებისაგან ითხოვდნენ მათ პირად მონაცემებს. რიგი იყო საკმაოდ გრძელი. ამ ამბავს დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ვადევნებდი თვალყურს. სხვაგან გადავაწყდი, რომ რომელიღაც ფირმა ადამიანებს აიძულებდა ხელი მოეწერათ რაღაც გათამაშებაზე, რისთვისაც იყენებდნენ მათი საკრედიტო ბარათის ბოლო ოთხ ციფრს, ვითომდა იმისათვის, რომ ამგვარად დაედასტურებინათ მათი მონაწილეობა გათამაშებაში! მე ვფიქრობ, რომ ადამიანებს უჭირთ გააცნობიერონ ისეთი არამატერიალური ღირებულების ნივთის დაკარგვის საფრთხე, როგორიცაა მაგალითად მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.  ამ ფაქტს ისინი არ აღიქვამენ ისე, როგორც მაგალითად რაიმე სხვა ნივთის დაკარგვის შემთხვევაში, მაგალითად, სულ სხვა რეაქცია ექნებოდათ მათ იმ შემთხვევაში, თუკი ვინმე მათ ავტომობილს მოიპარავდა“.

ბატონ სამანის კიდევ სხვა ბევრი აქვს ჩვენთვის სათქმელი, რაც ასევე მნიშვნელოვანია და ეხება იმას, თუ როგორ უნდა დავინახოთ ახალი ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პოტენციალი. მისი კარიერა, რაც კიბერუსაფრთხოებას ეხება, დაახლოებით 20 წლის წინ დაიწყო, სწორედ იმ დროს, როდესაც კიბერსივრცე განსაკუთრებული არჩევანის პროფესიული კარიერა არ გახლდათ და ადამიანებს სერთიფიკატების მიღება კერძო კომპანიებში შეეძლოთ. ბატონი სამანი მოგვითხრობს, თუ როგორ დაინტერესდა იგი კიბერუსაფრთხოებით: „კომპიუტერებს ვსწავლობდი ჩემი დიპლომის დაცვის დროს და ამან მე გამიტაცა. იმ პერიოდში კიბერსივრცეში რაიმე სერიოზული განათლების მიღების საშუალება არ იყო. ჩვენ შეგვეძლო მხოლოდ და მხოლოდ იმის შესწავლა, რასაც ჩვენ თვითონ მოვახერხებდით და გვჭირდებოდა. როდესაც დავამთავრე დიპლომის დაცვა, დაახლოებით 35 პროფესიული გამოცდა ჩავაბარე ტექნოლოგიაში იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი რამ მესწავლა ამ სფეროში“.

მისი კარიერა წარმოადგენს მუდმივი სწავლის ერთ ისტორიას და გამომდინარე იმ ტემპიდან, რომლის დროსაც ტექნოლოგია გამუდმებით იცვლება და ვითარდება, მას სწავლა არც არასოდეს შეუწყვეტია. „მე ჯერ კიდევ ვსწავლობ“, ამბობს იგი, „მე მას ვუწოდებ პათოსს (ენთუსიაზმს), რაც მარლაც და, აუცილებელია ამ საქმის შესასრულებლად.  მაგალითად, უკანასკნელი თავდასხმების დროს, დასაძინებლად დაახლოებით ღამის პირველ საათზე მივდიოდი, ერთხელ ამსტერდამიდან ერთ-ერთი თანამშრომლისგან გამოძახება მქონდა ღამის 2 საათზე, მუშაობა ღამის 4 საათზე დავასრულეთ, მან კი ისევ გააგრძელა მუშაობა. ასეთ რამეს ვერ გააკეთებ, თუ არ გიყვარს ის საქმე, რასაც ემსახურები, აუცილებლად მიზნად დასახული უნდა გქონდეს საქმის ბოლომდე მიყვანა“.

იმ ახალგაზრდებისათვის, ვისაც გადაუწყვეტია თავისი კარიერის დაწყება ციფრული სამართლისა და კიბერუსაფრთხოების სფეროში, ბატონ სამანის საკმაოდ კარგი რჩევები გააჩნია: „ცოტა ხნის წინ დისკუსია მქონდა ერთ-ერთ სკოლაში. იქ ვკითხე ბავშვებს, თუ  რის გაკეთებას აპირებენ და ისურვებენ სკოლის დამთავრების შემდეგ“, ამბობს იგი, „ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ სურს გახდეს მეცნიერი სპორტის სფეროში. მას ვკითხე, სარგებლობდა თუ არა Twitter-ით. მითხრა, რომ კი, სარგებლობს. მაშინ ვკითხე, იცის თუ არა, ანდა თვალყურს ადევნებს თუ არა ფიზიოთერაპიის საკითხებს, რომელიც ეხება მაგალითად, ინგლისურ რაგბს. აღმოჩნდა, რომ არა. ჩემი მოსაზრება ამ საკითხზე არის ის, რომ თანამედროვე ახალგაზრდებს გააჩნიათ ის შესაძლებლობა, რომელიც მე თავის დროზე არ მქონდა – მათ შეუძლიათ, ჩაერთონ, თვალყური ადევნონ და გაიაზრონ იმ ადამიანების ცხოვრება და კარიერა, რომელთა მიბაძვა თავად სურთ. თანამედროვე ტექნოლოგია ხელმისაწვდომობისა და ხილვადობის საშუალებას იძლევა, რაც უწინ არ არსებობდა, ამიტომაც ჩემი რჩევაა, შეხედოთ ხელსაწყოებს თქვენს ირგვლივ და გამოიყენოთ ისინი“.

მიუხედავად იმისა, რომ ბატონ სამანის საქმე აქვს ინტერნეტ ქსელებთან დაკავშირებულ არასასიამოვნო შემთხვევებთან, იგი მაინც ოპტიმისტი რჩება: „ეს არის ადგილი, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ტექნოლოგია ეს ჩვენი მომავალია და  აქ უსაფრთხოება უნდა გახდეს ნომერ პირველი გზამკვლევი ბიზნესის მოსაზიდად და ახალი ბიზნესის დასაცავად (შესანარჩუნებლად). ეს სფერო გახლავთ ყველაზე საინტერესო პროფესია, რომელიც კი არსებობს და მე ვიწვევ ნებისმიერს, ვინც კი ამას არ დაეთანხმება!“.

შინაარსი
სანიშნეები