Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
მობილური ტელეფონი… წმიდა პორფირი კავსოკალიველისა | PEMPTOUSIA

მობილური ტელეფონი… წმიდა პორფირი კავსოკალიველისა

21 March 2018

რადგან ღერონდა ყოველდღე მირეკავდა 4-დან 6-მდე ჟამნების წასაკითად, ვიფიქრე რომ, სრულდებოდა საქალაქთაშორისო ზარები და ოტესთან (საბერძნეთის სახელმწიფო სატელეფონო კომპანია) გვექნებოდა დიდი დავალიანება. როგორც კი ავიღე ხელფასი, ერთ კონვერტში მოვათავსე 50 000 დრაქმა, რომ მისთვის გადამეცა.

– ღერონდა, რაღაც თანხა მოვიტანე, რადგან ოტეს დავალიანება დიდია.

– რას ლაპარაკობ ძვირფასო, აქ ეკლესიას ავაშენებთ და მაგხელა თანხას ოტეს მივცემთ? მიდი,  ეგ თანხა ეკლესიის ასაშენებელ შესაწირ ყუთში ჩააგდე.

ეგრეც მოვიქეცი, მაგრამ აზრი არ მასვენებდა: აშკარად ოტემ მას ერთი ხაზი აჩუქა და სხვა კი ამ თანხას უხდის.

– ამაყენე ეხლავე, ფეხსაცმელი მომაწოდე, რომ ჩავიცვა და მინდა რაღაც გაჩვენო.

აიღო ხელჯოხი და მეუბნება, რომ გავყვე.

გაკვირვებული ვიყავი, ხელით მეკავა და თან ვფიქრობდი: თუ სად მივყავდი? ბალკონისკარით გავედით და დავიძარით ახალაშენებული შენობისაკენ, რომელიც ჯერ კიდევ იყო “დაუმთავრებელი”. რამდენიმე საფეხურით ავედით და მაჩვენა ახალი კელიები. დამანახა მსუბუქი ბეტონი, რომელიც დაიტანება საიზოლაციო მასალებისათვის.

შევედით ერთ კელიაში, სადაც უკვე იყო საწოლი და სარკმელიდან კი ზღვა მოჩანდა.

– მოგეწონა აქ?

– ძალიან, საუკეთესო ადგილია, როგორც ასკეტთა დასაყუდებელი.

– ძალიან მიყვარას ასკეტები, ამიტომ ჩემი გონება მუდამ კავსოკალივაშია, მაგრამ არ მრთავენ იქ წასვლის ნებას. მაგრამ როდესღაც იქ აუცილებლად წავალ და დავრჩები. უკან დავბრუნდით ბალკონისკარით და ველოდებოდი როდის მოისვენებდა. მაგრამ არ შეჩერდა, გააგრძელა სვლა კელიის გასასვლელისაკენ და მეუბნება:

– ეხლა ძველ კელიებში შევიაროთ, რომლებიც ამჟამად ცარიელია.

აქ კორიდორში კი ბევრი ადამიანი იყო, რომელთაც ეგონათ, რომ ამდენი ხანი მასთან კელიაში ვიყავი. მელოდებოდნენ, როდის გამოვიდოდი, რათა შესვლის მათი ჯერი დამდგარიყო. როდესაც ფეხზე მდგომი ღერონდა დაინახეს შეცბუნდნენ. უმრავლესობა პირველად ხელავდა დამდგარ ღერონდას. გამოიქცნენ მისკენ, რათა დალოცვა მიეღოთ. ჩვენ კი გავაგრძელეთ გზა და ავედით მეორე სართულზე. კელიების კარებები დაკეტილი იყო.

– ამ კელიაში საკმეველია.

გავიფიქრე: “ეტყობა სურნელება იგრძნობა”. მან წაიკითხა ჩემი აზრი და ჩემი მცირედმორწმუნეობა დაინახა.

– აქ კი გარეცხილი ხორბალია, რათა სებისკვერებისათვის დაფრქვან.

ისევ გაფიქრება: “შეიძლება სველ ხორბალს თავისებური სურნელი აქვს”.

ღერონდამ ისევ დაიჭირა ჩემი აზრი და მესამე კელიაზე მეუბნება:

– აქ საპირფარეშოს ბაკში წყალი დაჟანგებულია, რადგან არ ვსარგებლობთ მისით, მიდი გამოუშვი და ახლით შეავსე.

მართლაც, გავაღე კარები და გამოვუშვი წყალი, რომელიც დაჟანგული აღმოჩნდა. მაშინ კი გავიფიქრე: “დაჟანგულ წყალს სუნი რომ არ აქვს?”

როგორც დავბრუნდით, მესმის როგორ პასუხობს ვიღაცას ტელეფონზე.

– გისმენთ, გისმენთ! დიახ, დიახ. კი ესე გააკეთებ…

ვიღაცას რჩევებს აძლევდა. ხელთ არანაირი ტელეფონი არ ეკავა. გაქვავებული გავშეშდი. “ვა, ყურმილის გარეშე როგორ ლაპარაკობს”?!

– კარგი, გათიშე ეხლა, გამომიარე აქ რომელიღაც დღეს და ახლოდან ვისაუბროთ.

მე კი მეუბნება:

– ეგრეა ძვირფასო, ამას ძლიერი საჭიროება ქონდა შესაკითხად, კელიაში მირეკავდა, არ ვიყავი იქ და ამიტომ ვუპასუხე აქედან.

მაშინ კი გამომეღვიძა! მაშინვე გავაცნობიერე, რომ ღერონდა ოტეს მეშვეობით კი არ მირეკს, არამედ სულიერი ხაზის საშუალებით, ამიტომაც იყო, რომ მიმითითა თანხა ეკლესიის ასაშენებელ შესაწირ ყუთში ჩამეგდო.

– ეხლა კი დავბრუნდეთ უკან.

08/07/1986

წყარო: ნაწყვეტი მონაზონი პორფირიას (სპირიდულა მოსხუ) წიგნიდან “წმიდა პორფირის სწავლებანი”, გამომცემლობა “ფერიცვალება უფლისა”, მილესი 

 

 

 

Σχετικά άρθρα ღირსი პორფირი კავსოკალიველი
წმიდა პორფირი კავსოკალივიელი: მუდამ დადებითად იფიქრეთ სხვაზე! Αλέξανδρος Χριστοδούλου 25 February 2015 წმიდა პორფირი კავსოკალივიელი ამბობდა: „სხვაზე მუდამ დადებითად იფიქრეთ. ლოცვისას უფალის დახმარებით კეთილგანწყობილად ზემოქმედებთ  მასზე. და არასდროს იფიქროთ სხვაზე ცუდად, რადგან ამ დროს უარყოფითად ზემოქმედებთ ამ პიროვნებაზე.“ წყარო: დიაკონიმა.გრ...
წმიდა პორფირი კავსოკალივიელი: მუდამ დადებითად იფიქრეთ სხვაზე! Αλέξανδρος Χριστοδούλου 2 January 2014 წმიდა პორფირი კავსოკალივიელი ამბობდა: „სხვაზე მუდამ დადებითად იფიქრეთ. ლოცვისას უფალის დახმარებით კეთილგანწყობილად ზემოქმედებთ  მასზე. და არასდროს იფიქროთ სხვაზე ცუდად, რადგან ამ დროს უარყოფითად ზემოქმედებთ მასზე.“ წყარო: დიაკონიმა.გრ...
ბერი პორფირი კავსოკალივიელი Αλέξανδρος Χριστοδούλου 1 December 2013 ომონიის მოედნის წმიდანი (1906-02/12/1991) [შენიშვნა: მსოფლიო საპატრიარქოს წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით 2013 წლის 1 დეკემვერს წმიდანთა დასში ჩარიცხულ იქნა ბერი პორფირი და ეწოდა წმიდა პორფირი კავსოკალივიელი  ხსენების დღედ დადგენილ იქნა 2 დეკემბერი. ომონია, (ბერძნ. Ομόνοια) - საბერძნეთის დედაქალაქ ათენის ერთ-ერთი რაიონი, რომლის ცენტრშიც მდებარეობ...
დედა შვილს ლოცვით უნდა მოეფეროს Αλέξανδρος Χριστοδούλου 29 May 2013 ბავშვის აღზრდა მისი ჩასახვისთანავე იწყება. ემბრიონს დედის მუცელში ესმის და გრძნობს კიდეც ყველაფერს. დიახ, ესმის და ხედავს დედის თვალებით. ხვდება მის ყოველ მოძრაობასა და შეგრძნებებს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მისი გონება არ არის განვითარებული. მოიღუშება დედის სახე, მოიღუშება ისიც. გაღიზიანდება დედა, გაღიზიანდება ისიც. ყველაფერს რასაც დედა განიცდის -...
შინაარსი
სანიშნეები