ვატოპედელი მამები საქართველოში
28 April 20182018 წლის 27 აპრილს დილით 09-00 საათზე ვატოპედის წმიდა და დიდი სავანის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ეფრემმა საზეიმო ღმრთისმსახურება აღავლინა მცხეთის 12 მოციქულის სახელობის სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარში. მსახურების დამთავრების შემდეგ სვეტიცხოვლის მონასტრის მამებს უსახსოვრა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის “საკურთხევლისას” ასლი, ერთ-ერთი იმ 7 სასწაულმოქმედი ხატიდან, რომელიც დაბრძანებული არის ვატოპედის სავანეში.