Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ოჯახი – ვნებათა მკურნალი | PEMPTOUSIA

ოჯახი – ვნებათა მკურნალი

14 May 2018

ქრისტიანული ცხოვრება ოჯახში ეს არის სამსახოვანი ღმრთის ხატის ცხოვრება. ოჯახი, როგორც პიროვნებათა ერთობა, სრული სიყვარულით მოცულ წმიდა სამების ერთობას განასახიერებს, რომელშიც სამი პიროვნება საკუთარ ჰიპოსტაზს ინარჩუნებს მათი ერთობის დარღვევის გარეშე და სამი პიროვნების ერთი განუყოფელი ბუნების მსგავსად ცხოვრობს. კლასიკური ცნება „სამება ერთარსებით და ერთარსება სამებით“ სამების ღმრთიური ურთიერთობის სინატიფესა და სიზუსტეს გამოხატავს, რომელიც იმავდროულად ყველა ჭეშმარიტი ოჯახის არქეტიპს – საწყისს წარმოადგენს. იქედან გამომდინარე, რომ ზნეობა დოგმიდან ყალიბდება, მართლმადიდებლურ ოჯახში ადამიანების კავშირი პიროვნების გადარჩენისა და სრულყოფის გზას წარმოადგენს. სიყვარულით სავსე ოჯახურ ერთობაში, მისი ყველა წევრი ერთი სხეულის განუყოფელი ნაწილია.

ეკლესიის წმიდა მამების საერთო აზრით, ოჯახის წევრთა გაყოფა და გათიშულობა თითოეულ ადამიანში შინაგანი პიროვნული განხეთქილებისა და მასში ღმრთის ხატისა და მისი პირველქმნილი მშვენიერების შერყვნის ბრალია, რასაც შედეგად მარტოობა და იზოლაცია მოსდევს მისი ყველა სამწუხარო თანმდევი მოვლენებით. ცოდვით დაცემის შედეგად ადამიანში ვნებები მძლავრობს, რაც ჩვენი ბუნების დაავადება და ცხონების მუდმივი მზაკვარი მტერია. ყოველი ჩვენგანის წინაშე ვნებების მტკიცე კედელია აღმართული, რომელიც უნდა გადავლახოთ, რათა ცოცხალ ჭეშმარიტ ღმერთთან, ჩვენს შემოქმედთან სიყვარულით ზიარება, ასევე ღმრთის ხატად შექმნილ ადამიანებთან და ძმებთან ერთობა შევძლოთ. ადამიანმა ეს მეტწილად საკუთარ ოჯახში უნდა შეძლოს. მასში ურთიერთობები ისეთი მჭიდრო უნდა იყოს, რომ მან, როგორც ერთმა მთლიანმა სხეულმა, ერთმა ადამიანმა უნდა იტვირთოს ყველანაირი სიმძიმე. ჩვენი წმიდანები, საკუთარი გამოცდილებიდან, ღმრთიური სიბრძნიდან და რაც მთავარია უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნიური სრულყოფილი ცხოვრებიდან გამომდინარე, ვნებებს სამ კატეგორიად ჰყოფენ.

უდაბნოში მარხვისას სწორედ ამ ვნებებით შეებრძოლა სატანა უფალს. ამიტომ ითვლება ისინი უმთავრეს ვნებებად. ეს ვნებები რომ არ წარმოადგენდეს ეშმაკისეულ მზაკვრობას, ვერ განიარაღდებოდა სრულიად ეშმაკი. ეს ვნებებია პატივმოყვარეობა, თავისმოყვარება, იგივე ეგოიზმი და სიამეთმოყვარება. ამ ვნებების მიზანი ყველას და ყველაფრის დანაწევრებაა. დაწყებული ჩვენი შინაგანით, ჩვენს ირგვლივ ნადგურდება ყველაფერი, ნადგურდება ოჯახიც და მთავრდება ღმრთისა და მაცხოვრისგან ჩვენი  ჩამოშორებით. პატივმოყვარეობა და ეგოიზმი, ეს ორი ვნება ცოდვით დაცემის შემგდომი გარყვნილებისა და ცოდვის წყარო და საწყისია.  პატივმოყვარეობა  გონებას აბნელებს და ღმრთიურ ნათელს განაგდებს, რასაც ადამიანი დიდ შეცდომებამდე მიჰყავს. მასში ფატალური სასმელის მსგავსად მოქმედებს ეს ვნება და წარუმატებლობის უფსკრულამდე მიჰყავს იგი.

პატივმოყვარეობას არ შეუძლია რეალობის აღქმა. იგი ჩვენი დაავადებული ეგოისტური ფანტაზიის მიერ შეთხზულ სიცრუით სავსე სამყაროში ცხოვრობს. ეს ვნება ოჯახის წიაღში ჭირთა დათმენით, მოთმინებითა და სხვა ადამიანის რჩევის მიღების შედეგად იკურნება. თუ ადამიანი საკუთარი განსჯითა და გადაწყვეტილებებით არ დაკმაყოფილდება, არამედ დამდაბლდება და სხვის აზრსა და შეხედულებებს გაითვალისწინებს, ეგოიზმის მარწუხებიდან გათავისუფლდება და სიმდაბლეს მოიპოვებს. თავმდაბლობა ქრისტეს გულშია და მას მუდმივად თან ახლავს სიმშვიდე. ეს ორი სათნოება, თავმდაბლობა და სიმშვიდე ის საყრდენი ბოძებია, რომელთა მეშვეობითაც ოჯახმა გარეგან და შინაგან ქარ-ცეცხლსა და განსაცდელებს უნდა გაუძლოს.

ოჯახურ წრეში, სადაც ფიზიკური და სულიერი ასაკები განსხვავდება და სადაც ყველა წევრი მუდმივად ცვალებადია, სწორედ სიმშვიდეა ის შემაკავშირებელი ფაქტორი, რომელიც ოჯახის წევრებს ერთობას უნარჩუნებს  და ყველა მათგანი სრულყოფისა და სიმწიფისაკენ მიჰყავს.

შემდეგი ვნება, რომელიც წინამდებარე ვნებიდან იბადება არის თავისმოყვარება, ეგოიზმი. ეს არის ალოგიკური სიყვარული საკუთარი თავისა, საკუთარი „მე“-ს გაკერპება, რომელსაც სურს, რომ ყველაფერი ჩვენს ირგვლის ჩვენი სურვილისა და მოწონების მიხედვით ატრიალოს. თავისმოყვარეობა არის ყოველმხრივ გამოხატული წმიდა წყლის ეგოიზმი, რომელიც არღვევს ნებისმიერ კავშირს ადამიანის მიერ საკუთარი თავის ვერ უარყოფის გამო. ეგოიზმი შფოთსა და ახირებას ბადებს, რასაც ხშირად შედეგად ოჯახების ნგრევა მოსდევს. როდესაც  ყველა ჩვენი შეგრძნების და მოქმედების საზომი ჩვენივე პიროვნება, თავმომწონეობა და უზრუნველობაა, ადვილად ვხვდებით ამდენი განქორწინების ნამდვილ მიზეზს, რომლებიც ვითომდა შემდეგი საბაბით ხდება: „მე ის არ შემეფერება, არ მომწონს, ჩემი არ ესმის ე.ი. ვერ ვეწყობით ერთმანეთს“.

ეგოიზმი ჩვენ მკაცრსა და სასტიკს, ბრმასა და უგრძნობელს გვხდის, რადგან მხოლოდ საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებაზე ვფქირობთ. რაც არ უნდა შეემთხვეს ჩვენს გარშემო მყოფთ, თუნდაც ოჯახის წევრს, თუნდაც ბავშვს, გულთან არც კი მიგვაქვს. პატივმოყვარეობის წამალი, როგორც წმიდა მამები გვასწავლიან, თავგანწირული სიყვარულია. ეს ის სიყვარულია, რომელიც „არა ეძიებნ თავისასა“ და მოძღვრად იესო ქრისტე ჰყავს, რომელმაც თავი დადო „ცხორებისათჳს სოფლისა“ და ამგვარად აღადგინა ეკლესია. სიყვარული არის საკუთარი „მე“-სგან დაცლა და ჩვენი პიროვნების შენაწევრების საწინდარი, ვინაიდან იგია სულის ჯანმრთელი მამოძრავებელი ძალა. იმისათვის, რომ ადამიანმა შეძლოს საკუთარი „მე“-სგან გათავისუფლება და სრულყოფილების მიღწევა, საჭიროა მან სიყვარული უპირველესად  უფლისაკენ და შემდგომ უფლის მიერ ადამიანისა და მთელი სამყაროსაკენ მიმართოს. ამიტომაც აუცილებელია, ოჯახის ყველა წევრი ქრისტესმიერი ცხოვრებით ცხოვრობდეს, რათა თითოეულმა ჩვენთაგანმა შეძლოს გაგება სიყვარულის ჭეშმარიტი აზრისა, გაიგოს თუ რომელია სწორი გზა სიყვარულისა, რათა იყოს იგი წრფელი და დაცული დაავადებული გრძნობებისა და პირადი კრიტერიუმებისაგან.

 [გაგრძელება]

შინაარსი
სანიშნეები