წმიდა ნიკოლოზი, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი
19 December 2018მართლმადიდებელი ეკლესია 6/19 დეკემბერს აღნიშნავს წმიდა ნიკოლოზის, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედის ხსენების დღეს.
კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
მირონით გამო წმიდაო, მსხვერპლის შემწირველად გამოსჩნდი, რამეთუ შენ ქრისტეს სახიერებაჲ აღასრულე, და დასდევ სული შენი ერისა მისთვის შენისა, და იხსნენ უბრალონი სიკუდილისაგან, ამისთვისცა წმიდა იქმენ შენ, დიდი მესაიდუმლე მადლისა ღმრთისა.