ხორციელად შობა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესო ქრისტესი
7 January 2019მართლმადიდებელი ეკლესია 25 დეკემბერს/7 იანვარს დიდებით დღესასწაულობს ხორციელად შობას უფალი ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესო ქრისტესი.
შობამან შენმან ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ, რომელნი ვარსკულავსა მსახურებენ, ვარსკულავისაგან ისწავეს თაყუანისცემაჲ შენი, მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად, უფალო დიდება შენდა.
ქალწული დღეს არსებად უზესთაესსა შობს ჩვენთვის, და ქუეყანა ქვაბსა შეუხებელსა შესწირვენ, ანგელოსნი მწყემსთა თანა დიდების მეტყუელებენ, ხოლო მოგვნი ვარკულავისა თანა მოზაურობენ, რამეთუ ჩუენთვის იშვა ყრმა ახალი, პირველ საუკუნეთა ღმერთი.