Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ვატოპედის სავანის მოზაიკების შესახებ | PEMPTOUSIA

ვატოპედის სავანის მოზაიკების შესახებ

24 January 2019

სავანის კათოლიკონში (მონასტრის მთავარი, საკრებულო ტაძარი) წმინდა მთისათვის დამახასიათებელი და ერთადერთი ცოცხლად შემორჩენილი კედლის მოზაიკებია. ისინი ერთიანობაში ოთხ სიუჟეტს ქმნიან. ეს კონკრეტული რიცხვი სავარაუდოდ მოზაიკის შექმნის ძვირად ღირებულ ტექნიკას და იმ მასალის თვისებებს უნდა უკავშირდებოდეს, რომელსაც მის შესაქმნელად იყენებდნენ. ამ მოზაიკებით გამოსახულია:

1. ტაძრის მთავარი ნაწილში, გუმბათის ქვეშა თაღებზე, ხარების სცენა, რომელიც თარიღდება XI საუკუნის დასაწყისიდან XII საუკუნის დასაწყისამდე პერიოდით. გამოსახულება განთავსებულია თვალსაჩინო ადგილას, რათა ხაზი გაესვას კათოლიკონის (მონასტრის მთავარი, საკრებულო ტაძარი) ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხარების სახელზე აგების ფაქტს.

ხარება ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელისა, ტაძრის მთავარი ნაწილის გამოსახულება

ხარება ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელისა, ტაძრის მთავარი ნაწილის გამოსახულება

ხარება ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელისა, ტაძრის მთავარი ნაწილის გამოსახულება

ხარება ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელისა, ტაძრის მთავარი ნაწილის გამოსახულება

2. გარე სტოაში, შესასვლელის თავზე, რომელსაც შიდა სტოაში შევყავართ, დომინირებს ვედრების – დეისუსის ფრესკა, რომელიც დაახლოებით იმავე პერიოდის ნამუშევარი უნდა იყოს. ზემოთ ხსენებული ორი კომპოზიციის შესრულების უნაკლო ტექნიკა და მათ შესაქმნელად დიდი რაოდენობით მოზაიკის ოქროს ქვების გამოყენება გვაფიქრებინებს, რომ ისინი კონსტანტინოპოლელი ხელოვნის ნამუშევრები უნდა იყოს.

ვედრება - დეისუსი

ვედრება – დეისუსი

მაცხოვარი, ფრაგმენტი ვედრების ფრესკიდან

მაცხოვარი, ფრაგმენტი ვედრების ფრესკიდან

 
 
 
ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი, ფრაგმენტი ვედრების ფრესკიდან

ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი, ფრაგმენტი ვედრების ფრესკიდან

წმინდა იოანე ნათლისმცემელი, ფრაგმენტი ვედრების ფრესკიდან

წმინდა იოანე ნათლისმცემელი, ფრაგმენტი ვედრების ფრესკიდან

3. ხარების მეორე სცენა, რომელიც XIII საუკუნის ბოლოს – XIV საუკუნის დასაწყისს უნდა ეკუთვნოდეს,   ვედრების – დეისუსის მოზაიკურ ფრესკას შემოსაზღვრავს. ეს არის უმაღლესი ხარისხის ნამუშევარი და უნდა იყოს მონათესავე ან თავად იმ სახელოსნოს ტექნიკით შესრულებული, რომლითაც შესრულებულია წმინდა მოციქულთა გამოსახულება ქ. თესალონიკში.

ყოვლადწინდა ღმრთისმშობლის ხარება, გარე სტოა

ყოვლადწინდა ღმრთისმშობლის ხარება, გარე სტოა

ყოვლადწინდა ღმრთისმშობლის ხარება, გარე სტოა

ყოვლადწინდა ღმრთისმშობლის ხარება, გარე სტოა

წმ. ნიკოლოზი

წმ. ნიკოლოზი

იოანე კომნენოსის „მომლოცველთა მეგზურის“ თანახმად, სტოაში კიდევ სხვა მოზაიკებიც არსებობდა, რომელთაგან მეფეთა და მონასტრის აღმშენებელთა რამდენიმე მოზაიკური გაოსახულება დღეს უკვე აღარ არის შემორჩენილი. გამორიცხული არაა, რომ  მოზაიკი ისს ქვები, რომლებიც მონასტრის განძთსაცავის ორ ყუთში ინახება, ამ კონკრეტული კომპოზიციების ნაწილი იყოს.

შინაარსი
სანიშნეები