ღირსი შიო მღვიმელი
7 March 2019ღირსი შიო მღვიმელი ერთ-ერთი იყო იმ ცამეტ ასურელ მამათაგან – ღირსი იოანე ზედაზნელი, აბიბოს ნეკრესელი, ანტონ მარტყოფელი, დავით გარეჯელი, ზენონ იყალთოელი, თადეოზ სტეფანწმიდელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, ისიდორე (ეზდრიოს) სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, პიროს ბრეთელი, სტეფანე ხირსელი, რომლებიც უფლის განგებულებით და ღირსი იოანე ზედაზნელის წინამძღოლობით VI საუკუნეში დიდებით შემოვიდნენ საქართველოში. გააძლიერეს, განამტკიცეს და შემოიკრიბეს ერი და ბერი, დააარსეს მრავალი მონასტერი და მათი მტკიცე, დაუღალავი, უანგარო მუშაკობით მრავალი ახალნერგი აღძრეს უფლის ერთგულებასა და სიყვარულში.
მართლმადიდებელი ეკლესია ყველიერი კვირის ხუთშაბათს აღნიშნავს ღირსი შიო მღვიმელის ხსენების დღეს! ღირსი მამის წმიდა საფლავი მისი მიერ დაარსებულ შიომღვიმის მონასტერში მდებარეობს.
”მისი წმიდა ლოცვით, უფალო, იესო ქრისტე შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩვენ. ამინ!”