მართლმადიდებლობის ზეიმი
17 March 2019მართლმადიდებელი ეკლესია ყოველ წელიწადს, დიდი მარხვის პირველ კვირა დღეს დღესასაწულობს ხატთა თაყვანისცემის აღდგენას, ეს დღე გამოაცხადებულია მართლმადიდებლობის ზეიმის სახელით! ამ ფააქტს საფუძვლად დაედო, რომ 842 წელს დედოფალ თეოდორას თაოსნობით მოწვეულმა ადგილობრივმა საეკლესიო კრებამ დაგმო ხატმებრძოლთა ერესი და ხატთაყვანისცემა აღადგინა!
უხრწნელსა ხატსა შენსა თაყვანის ვცემთ ქველისმოქმედ და ვითხოვთ შენდობასა ცოდვათა ჩვენთასა. ქრისტე ღმერთო, განზრახვით სათნო იყავ აღსვლა ხორცითა ჯვარსა ზედა, რათა იხსნე, რომელი შექმენ მონებისაგან მტერისა, ვინაცა მადლობით გიღაღადებთ: სიხარულით აღმავსენ ყოველნი, ვითარცა მაცხოვარმან ჩვენმან, მოსრულმან ცხოვრებად ყოვლისა სოფლისა.
გარეშემოუწერებელი სიტყუა მამისა, ქალწულო, შენგან ხორცშესხმული გარეშეწერილ იქმნა და განხრწნილი ხატი თვისი განაახლა, და საღმრთო სიკეთე უსაზღვრო შემოსა, მას აღვიარებთ სიტყვით და საქმით, გამოვხატავთ და ვმონებთ, და ხატს შენსა წმიდასა თაყვანს ვსცემთ.