წმინდა ნექტარიოსის ცხოვრების მოკლე მიმოხილვა

10 February 2013

ჩვენი წმინდა მამა ნექტარიოსი 1846 წლის 1 ოქტომბერს დაიბადა თრაკიის სილივრიაში. მისი მშობლები – დიმო და მარია კეფალა, ღარიბი, თუმცა ღმრთისმოსავი ქრისტიანები იყვნენ. მისი ნათლობის სახელი ანასტასი გახლდათ. პატარაობიდანვე დიდ ღმრთისმოშიშობასა და სწავლისადმი ღრმა სიყვარულს ამჟღავნებდა. როდესაც დედამ მას 50-ე ფსალმუნი შეასწალა,  დიდ სიამოვნებას ჰგვრიდა შემდეგი სტრიქონის გამეორება: „ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი…“ (ფსალმ. 50, 15). მას შემდეგ, რაც  სამშობლოში დაწყებითი განათლება მიიღო (წერა-კითხვა შეისწავლა), მშობლებმა სწავლა-განათლების გასაგრძელებლად კონსტანტინოპოლში გააგზავნეს, სადაც პარალელურად, ხელქვეითად, მაღაზიაშიც მუშაობდა. გარე სამყაროს ალიაქოთისგან ყმაწვილი მოწყვეტილი გახლდათ, დღედაღამ დაკავებული იყო მხოლოდ ლოცვებითა და წმინდა მამების სწავლებებში ჩაღრმავებთ, რომლის მეშვეობითაც ცდილობდა თავის თავში გულის საიდუმლო ადგილას ქრისტეს ხატიების მსგავსი ადამიანი აეგო. ოცი წლისამ დატოვა კონსტანტინოპოლი, რათა სახალხო მასწავლებელი გამხდარიყო კუნძულ ქიოსზე. იქ იგი ამხნევებდა ახალგაზრდობასა და სოფლის მოსახლეობას, ღმრთისმოსაობისა და ზნეობრიობის (სათნოების) სამსახურისკენ მოუწოდებდა და რასაც არა მხოლოდ სიტყვით, არამედ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ცხოვრების მაგალითით წარმოაჩენდა, ცხოვრებისა, რომელსაც ლოცვასა და ასკეტიზმში ატარებდა.

მისი დიდი ხნის სურვილი იყო, რომ ანგელოზთა მსგავს საზოგადოებას ზიარებოდა (მიახლებოდა). 1876 წლის 7 ნოემბერს ნეა მონის (ახალი მონასტრის) სახელგანთქმულ მონასტერში ლაზარეს სახელით მონაზნად აღიკვეცა. იგი მხოლოდ ზეციურისკენ ილტვოდა და სიკეთისა და მორჩილების ნიმუში იყო, სწორედ ამის გამო, ყველა ძმის სიყვარული მოიპოვა, გამორჩეულ იქნდა და დიაკვნად იქნა ხელდასხმული. მოგვიანებით კი ქიოსის ერთ-ერთი გულუხვი და ღმრთისმოსავი მკვიდრის დახმარებითა და ალექსანდრიის პატრიარქის სოფრონის მფარველობის შემწეობით, შესაძლებლობა მიეცა ათენში სწავლის დასრულებისა და  ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის დიპლომის აღებისა. 1885 წელს ალექსანდრიაში ჩავიდა, სადაც მალევე იქნა ხელდასხმული მღვდლად, ამის შემდგომ კი, პენდაპოლიის  (იგივე პალეაეპისკოპის, რომელიც ზემო ლიბიას შეესატყვისება) მიტროპოლიტად დაადგინეს. იგი გახლდათ ღმრთის სიტყვის მქადაგებელი და საპატრიარქოს მდივანი, ასევე იყო პატრიარქის წარმომადგენელი  კაიროში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში.

მიუხედავად ამისა, ნექტარიოსს თავმდაბლობა არ დაუკარგავს. მან იცოდა, თუ როგორ გადაეცა სულიერი სამწყსოსათვის სახარებისეული სათნოებისათვის თავგამოდება. თუმცა, სიყვარული და აღტაცება, რასაც ხალხი მისდმი ამჟღავნებდა, მის წინააღმდეგ იქნა გამოყენებული. ეშმაკის ცდუნებით, საპატრიარქოს ზოგიერთმა წევრმა, რომელთაც მისი წარმატებების შურდა, მას ცილი დასწამა. ამბობდნენ, თითქოსდა, მას ხალხის კეთილგანწყობილების მოპოვება სურდა, რათა ალექსანდრიის პატრიარქის ტახტი დაეკავებინა. წმინდანს თავის გამართლება არ უცდია, მან იმედი ქრისტეს აღთქმაზე დაამყარა, რომელმაც თქვა: „ნეტარ იყვნეთ თქვენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყუაი ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუვით ჩემთვის“ (მათე 5, 11). ამგვარად, იგი განდევნილ იქნა თავისი ტახტიდან და ათენში გაემგზავრა, სადაც სრულიად მარტო, იგნორირებული და გაჭირვებული აღმოჩნდა, იგი გამხმარ პურსაც კი მოკლებული იყო, რადგან თავისი თავისთვის არაფრის დაზოგვა იცოდა, თავის უმნიშვნელო შემოსავალსაც კი უპოვრებს უნაწილებდა. მიატოვა თავისი თავდაპირველი მიზანი, წმინდა მთაზე (ათონი) განმარტოებისა, უფალი იესო ქრისტეს უწყინარმა და თავმდაბალმა მიმბაძველმა აირჩია მსხერპლად შეეწირა სიყვარული სიმშვიდისათვის, რათა გვერდით მდგომნი გადაერჩინა. რამდენიმე წლის განმავლობაში კვლავ რჩებოდა საეკლესიო მქადაგებელად (1891-1894), შემდეგ კი დაინიშნა რიზარიის საეკლესიო სკოლის დირექტორად, რომლის მიზანს მომავალი მღვდლების აღზრდა, განსწავლა წარმოადგენდა. საღმრთო წერილის, წმინდა მამებისა და ასევე კლასიკური (არაქრისტიანული, წარმართული) მეცნიერებებისადმი მისმა ღრმა ცოდნამ, ამასთან, ადამიანების ხელმძღვანელობისას მისმა დინების საწინააღმდეგოდ მიმართულმა სიკეთის ძალამ, საშუალება მისცა ამ დაწესებულებისათვის მაღალი სულიერი და ზნეობრივი ხარისხი მიენიჭებინა. წმინდა იერარქი დაკავებული იყო ხელმძღვანელობითა და სამოძღვრო გაკვეთილებით, თუმცა, იგი არც თავისი ასკეტური ცხოვრების წესს მოსწყვეტია, არც  წმინდა წერილის სწავლას და არც ლოცვას, ამას, რა თქმა უნდა, ემატება ქადაგების ამაღლებული მოვალეობა და წმინდა საიდუმლოებების გამუდმებული აღსრულება, როგორც სკოლაში, ისე  ათენის გარეუბნებში.

მას ჰქონდა სიახლოვე წმინდანებთან და ღმრთისმშობელთან, რომელიც  საღმრთო ლიტურგიის დროს ან ძილში გამოეცხადებოდა ხოლმე.

მიუხედავად ამისა, ნექტარიოსს გულის სიღრმეში ჰქონდა წყნარი და მშვიდი  მონასტრული ცხოვრებისადმი მგზნებარე სწრაფვა. ამრიგად, ისარგებლა შემთხვევით, როდესაც მისი სულიერი შვილების ნაწილმა გამოთქვა სურვილი, რათა დაეარსებინათ დედათა მონასტერი კუნძულ ეგინაზე (1904-სა და 1907 წლებს შორის), სადაც თავადაც, წმინდა ნექტარიოსი, 1908 წლიდან განმარტოვდა, მას შემდეგ რაც უარი თქვა საეკლესიო სკოლის დირექტორობაზე. ურიცხვი საზრუნავისა და სიძნელეების მიუხედავად, წმინდა ნექტარიოსმა წმინდა მამების სულისათვის ერთგული, კინოვიური  (საერთო საცხოვრისის ცხოვრების წესის მიმდევარი)  საძმოს დაარსება მოახერხა. იგი ფიზიკურ და სულიერ ძალებს არ იშურებდა ნაგებობათა შენებისათვის, წმინდა მსახურებათა შესრულებისათვის და ცალ-ცალკე ყოველი მორჩილისა და ხელქვეითის სულიერი ხელმძღვანელობისათვის. ხშირად იხილავდით, გაცვეთილი ანაფორით  შემოსილი, როგორ მუშაობდა  ბაღში ან კიდევ როგორ აკერებდა მონაზონთა ფეხსაცმელს. და როდესაც მრავალი საათის განმავლობაში იკარგებოდა, ხვდებოდი, რომ თავის კელიაში იყო ჩაკეტილი, რათა გონება ღმრთისადმი მიემართა გულის მიერი ლოცვის მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ ხალხთან ყოველგვარ ურთიერთობას გაურბოდა და  მკაცრად ჰქონდა განსაზღვრული მონასტერში უცხოთა მისვლა-მოსვლის გრაფიკი, ხმები მისი ღმრთისგან ბოძებული სათნოებისა და ღირსების შესახებ იმ მხარეში ფართოდ გავრცელდა. მორწმუნეები მისკენ ძლიერ მიილტვოდნენ, როგორც მეტალი მიიზიდება მაგნიტის მიერ. მან მრავალი ადგილობრივი მკვიდრი და მონაზონი განკურნა სხვადასხვა მტანჯველი დაავადებისგან. ამ კუნძულს, რომელსაც გვალვისაგან დიდი ზიანი ადგებოდა, წვიმა მოუვლინა. იგი ყველას ამშვიდებდა, ძალას აძლევდა, ამხნევებდა… მიუხედავად იმ სიძნელეებისა, რაც თან ახლდა პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს, მკაცრად აუკრძალა თავის მონაზნებს, მათთვის განკუთვნილი ყოველგვარი საკვების საწყობში შენახვა და ბრძანა, რომ მარაგი ღარიბებისთვის გაენაწილებინათ, ხოლო მონასტრის შენახვაზე ზრუნვა კი უფლის განგებისათვის მიენდოთ. ასევე სხვადასხვა მოვალეობების და მიუხედავად, ნექტარიოსმა მაინც გამოძებნა დრო იმისათვის, რომ შეედგინა თეოლოგიის, ეთიკისა და ეკლესიის ისტორიის უამრავი ნაშრომი, რათა გაემყარებინა წმინდა მამათა გადმოცემებში საბერძნეთის ეკლესიის როლი, რომელსაც მაშინ დასავლური გავლენის გამო ხშირად უგულებელყოფდნენ. ასე რომ, იგი განსხეულებულად, ანგელოზის დარად ცხოვრობდა და ირგვლივ მწყალობელის შეუქმნელი სინათლით ჰფენდა ნათელს. ნეტარი მამა მაღალი იერარქიის წევრების ცილისწამებებითა და მის მონასტერზე უსამართლო ბრალდებების შედეგად კვლავ დაიჩაგრა. ამ უკანასკნელ განსაცდელებს იგი ქრისტეს მოთმინებით იტანდა: ჩივილისა და შეწინააღმდეგების გარეშე. სწორედ იმ დროს დაავადდა და წელიწადნახევარზე მეტხანს აუტანელი სენი სტანჯავდა. ამ განსაცდელისთვის ჰმადლობდა უფალს და უკანასკნელ წუთებამდე  ცდილობდა თავისი ავადმყოფობა საიდუმლოდ შეენახა. წმინდანმა მონასტრის მახლობლად დაბრძანებულ ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატთან უკანასკნელად ილოცა, თავის მოწაფეებს  მის მოსალოდნელ  გარდაცვალების შესახებ აუწყა და ათენის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაწვა, სადაც 50 დღის ტანჯვის შემდეგ, რომელიც მან ისეთი მოთმინებით გადაიტანა, რომ ყველა მნახველს აოცებდა, 1920 წლის 8 ნოემბერს მშვიდად ჩააბარა სული უფალს. კუნძულ ეგინას მცხოვრებნი, მისი მოწაფეები და ყველა ქრისტიანი, ვინც კი მასთან ახლოს იყო, ტიროდა ქრისტეს კეთილი და თანაგრძნობით აღსავსე მოსწავლის დაკარგვის გამო, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე ცილისწამებას, დევნასა და უსამართლო განსჯას განიცდიდა და მათ იღებდა, როგორც უფლის მიერ დათმენილი ტანჯვის სახესა და მოდელს. თუმცა, ყოვლადმოწყალე ღმერთმა იგი მისი გარდაცვალების  შემდეგ განადიდა. სასწაულებმა იმატა და დღემდე ყოველდღიურად მატულობს მათთვის, ვინც მის წმინდა ნაწილებს რწმენით მიეახლება ან ვისაც სწამს მისი ყოვლისშემძლე შუამავლობისა უფლის წინაშე.

წმინდანის სხეული ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში სასწაულებრივად  უხრწნელი დარჩა და აფრქვევდა ზეციურსა და ნაზ სურნელს. 1953 წელს, როცა ფიზიკური კანონების თანახმად მისი სხეული სრულიად გაიხრწნა, წმინდა ნაწილები გადააბრძანეს. სწორედ მაშინ გამომჟღავნდა, რომ იგი იგივე ძლიერ სურნელს აფრქვევდა. მას შემდეგ წმინდანს არ შეუწყვეტია იმ მორწმუნეების გახარება, რომლებიც მის ყოვლად პატივსაცემ წმინდა ნაწილებს უახლოვდება და მათი დარწმუნება, რომ წმინდა ნექტარიოსმა უფალთან ახლოს წმინდანთა მონასტერში პოვა თავისი ადგილი.

წყარო: მართლმადიდებული ეკლესიის ახალი წმინდანთა ცხოვრება; ავტორი, გამომც., ინდიკტოსი
ხელახალი გამოცემა: პირეას წმინდა მიტროპოლიის (ეპარქიის) ყოველთვიური ჟურნალიდან „პირეას ეკლესია“, მე-19 წელი, გვერდის ნომერი 209-ე, ნოემბერი, 2009.

Σχετικά άρθρα მიძღვნა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტი Αλέξανδρος Χριστοδούλου 25 March 2019 ყველას გილოცავთ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 102 წლის იუბილეს! რომელიც მიიღეს სვეტიცხოვლის კრებაზე 1917 წლის 12(25) მარტს +ჩშიზ წელსა, მარტის იბ დღესა, მცხეთის წმიდათა ათორმეტთა მოციქულთა სრულიად საქართველოის საკათალიკოსო ტაძარსა შინა, დღესა კვირიკესა, შემოვკრბით ჩვენ, სრულიად საქართველოის ეკლესიის მწყემსთმთავარნი, სამღ...
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტი Αλέξανδρος Χριστοδούλου 25 March 2018 ყველას გილოცავთ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 101 წლის იუბილეს! რომელიც მიიღეს სვეტიცხოვლის კრებაზე 1917 წლის 12(25) მარტს +ჩშიზ წელსა, მარტის იბ დღესა, მცხეთის წმიდათა ათორმეტთა მოციქულთა სრულიად საქართველოის საკათალიკოსო ტაძარსა შინა, დღესა კვირიკესა, შემოვკრბით ჩვენ, სრულიად საქართველოის ეკლესიის მწყემსთმთავარნი, სამღვდ...
მობილური ტელეფონი… წმიდა პორფირი კავსოკალიველისა Αλέξανδρος Χριστοδούλου 21 March 2018 რადგან ღერონდა ყოველდღე მირეკავდა 4-დან 6-მდე ჟამნების წასაკითად, ვიფიქრე რომ, სრულდებოდა საქალაქთაშორისო ზარები და ოტესთან (საბერძნეთის სახელმწიფო სატელეფონო კომპანია) გვექნებოდა დიდი დავალიანება. როგორც კი ავიღე ხელფასი, ერთ კონვერტში მოვათავსე 50 000 დრაქმა, რომ მისთვის გადამეცა. - ღერონდა, რაღაც თანხა მოვიტანე, რადგან ოტეს დავალიანება დი...
ნეტარი ბერი იოსებ ვატოპედელი – 63 წელი მთაწმიდაზე (1946-2009) – მცირე ფოტოგრაფიული გზამკვლევი Αλέξανδρος Χριστοδούλου 1 July 2017 წმიდა ანას გამოქვაბულებიდან ვატოპედის წმიდა და დიდ სავანემდე ყველას, ვინც იცნობდა, უყვარდა და  სურს, რომ ახსოვდეს ნეტარი ბერი* იოსები, ვთავაზობთ მისი მთაწმიდაზე მსვლელობის ამსახველ რამოდენიმე ფოტოსურათს. გამოყენებული გვაქვს ჩვენი პირადი ფოტოარქივი. *გერონდა (ბერძ.) - ბერი, старец, 1) სასულიერო პირებისადმი მიმართვის ზრდილობიანი ფორმა; 2) გამოც...
გამოხსნა და გათავისუფლება Αλέξανδρος Χριστοδούλου 5 May 2017 არა ადამიანში, არამედ, მხოლოდ ერთადერთი გზით, ღმერთკაცში „გვაქვს ჩვენ გამოხსნაი“ ცოდვისაგან, სიკვდილისა და ეშმაკისაგან. რატომ? იმიტომ, რომ მან „მხოლოდშობილმა“ გვიჩვენა და ცხადყო ადამიანის სხეული ცოდვის გარეშე. ფაქტია, რომ ეშმაკსა და სიკვდილს ცოდვით, გამონაკლისის გარეშე, ყველა ადამიანი დამონებული ჰყავს. მაშინ, როდესაც ღმერთკაცის სხეული ცოდვის გარეშე...
შინაარსი
სანიშნეები