Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ბერი იერონიმე სიმონოპეტრელის თავმდაბლობისა და მოთმინების სათნოებანი | PEMPTOUSIA

ბერი იერონიმე სიმონოპეტრელის თავმდაბლობისა და მოთმინების სათნოებანი

23 March 2017

წინამდებარე სტატია იხილეთ: http://www.pemptousia.ge/2017/03/13/50273/

1902 წელს ბერი იერონიმე ქმნის ღირსი ეფრემ ასურისადმი მიძღვნილი საგალობელის სიტყვებსა და მელოდიას და ასევე ამთავრებს რამდენიმე სხვა დაუსრულებელ საგალობელს, მათ შორის წმიდანების – ნეოფიტესა და იოანიკესადმი მიძღვნილ დაუჯდომელებს,  რომელთა სახელებსაც ატარებდნენ მისი სულიერი მოძღვრები, ასევე – წმიდა სოფრონის, კუნძული კრეტის 99 წმიდანის, წმიდა იერონიმესა და წმიდა მარია მაგდალინელისადმი მიძღვნილ საგალობლებს. იგი ჰიმნოგრაფიის გზით ღმრთის დიდებას აგრძელებს დევნილობის ჟამსაც ანტონ დიდისადმი მიძღვნილი მავედრებელი კანონით, წმიდანებისადმი – მინას, ვიქტორისა და ვიკენტის, პავლეს, კონსტანტინოპოლის პატრიარქის, სერგისა და ბაკქოსის – დაუჯდომელი საგალობლებით, ასევე ავსებს სხვა წმიდანთა საგალობლებს, რომელთა წმიდა ნაწილები სიმონოპეტრას მონასტერშია დაბრძანებული. იესო ქრისტეს, ღმრთისმშობლისა და სხვადასხვა წმიდანისადმი მიძღვნილი მავედრებელი კანონებს და ლოცვებს ასრულებს, და უპირველეს ყოვლისა კი, გულწრფელად და გულითადად მონაწილეობს ყოველდღიურ ღმრთისმსახურებებში და შეუწყვეტელად ლოცულობს. ბერი იერონიმეს ღვაწლიდან კიდევ ბევრი რამ არის ჩვენთვის შეუცნობი.

Tapinosi 02

მიუხედავად მისი წინააღმდეგობისა, 1914 წლის თებერვალში ბერ იერონიმე აირჩიეს ზედამხედველად და მონასტრის სულიერ მოძღვართა საბჭოს (ღერონდიასის) წევრად. მრავალი საზრუნავისა და მოგზაურობის მიუხედავად, მას არასდროს ავიწყდებოდა თავისი მონაზვნური ვალდებულებანი. სკვნილით ხელში იყო ქუჩაში, გემბანსა თუ მატარებელში.

როდესაც მონასტრის იღუმენი – მამა იოანიკე მძიმე ავადმყოფობით იტანჯებოდა, ბერი იერონიმე ერთ-ერთი უპირველესი იყო მათ შორის, ვინც მის გვერდით იდგა. 1919 წლის 7 დეკემბერს, მან თავის მეორე სულიერ მოძღვარს (ღერონდას) დაუხუჭა თვალები. მამა იოანიკეს უკანასკნელი სურვილი იყო, რომ მონასტრის წინამძღვრობა მის საყვარელსა და ღირსეულ სულიერ შვილს – მამა იერონიმეს დაკისრებოდა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თავის სიცოცხლეში იერონიმე არასდროს არაფერს ითხოვდა. მუდამ მოთმინებით ელოდა და უარყოფდა ყოველგვარ პატივსა და გამორჩეულ მდგომარეობას.  მრავალი წლის განმავლობაში მას სთხოვდნენ, რომ მღვდელი გამხდარიყო, თუმცა ამაზეც კი იგი უარს ამბობდა.

ბერი იერონიმე, როგორც მონასტის იღუმენი (1920-1931 წწ.)

1920 წლის 2 იანვრის ოქმში მამა იერონიმე მონასტრის წინამძღვრობის კანდიდატად მოიხსენიება. იმავე წლის 11 აპრილს, კასანდრიის მიტროპოლიტის – ირინეოსის მიერ იგი დიაკვნად და მღვდლად არის ხელდასხმული, ხოლო 12 აპრილს კი, მას არქიმანდრიტად და სულიერ მოძღვრად აკურთხებენ. 18 აპრილს, მენელსაცხებლე დედათა კვირას, მამათა ერთობლივი გადაწყვეტილების თანახმად, ბერ იერონიმეს მონასტრის წინამძღოლობას დააკისრებენ.

წინამძღვრობის პირველი თვეების განმავლობაში, მამა იერონიმე კვლავ იძულებულია სხვადასხვა საქმის გამო ხშირად დატოვოს მონასტერი. ერთ-ერთი მოგზაურობის დროს იგი ჩადის პირეის ნავსადგურში, სადაც ნაცვლად იმისა რომ გაემგზავროს ამაღლების მეტოქში, რაც იყო კიდეც მისი მიზანი, სხვა გემზე ადის, რომელიც კუნძული ეგინასაკენ მიემგზავრება. სწორედ იქ ხვდება იგი უკვე დასნეულებულ წმიდა ნექტარიოსს, რომელსაც 1898 წლიდან, წმიდანის მიერ მათი მონასტრის პირველად მონახულების ჟამიდან იცნობდა. იქიდან მოყოლებული მათ შორის მჭიდრო სულიერი კავშირი არსებობდა, ამ ურთიერთობის განახლებას კი ხელს უწყობდა ბერი იერონიმეს ათენში ხშირი ყოფნა.

ერთხელ, წმიდა სამების დღესასწაულის წინა დღით, მონასტერში წინა სადღესასწაულო სამზადისი იყო. უკვე სნეულებისაგან დასუსტებულ წმიდა ნექტარიოსს უჭირდა ღამისთევის მსახურებაზე დასწრება. მონაზვნებს მისთვის უკითხავთ, უნდა დაერეკათ თუ არა ზარები. წმიდანს კი ასეთი პასუხი გაუცია მათთვის: „დარეკეთ ზარები და მამაც მოვა“. როგორც კი გაისმა ზარების რეკვის ხმა, ბერმა იერონიმემ ფეხი შედგა მონასტერში. „აკი გითხარით, რომ მამაც მოვიდოდა და თანაც მთაწმიდელი იღუმენი“-, მიუგო მათ წმიდანმა. ღამისთევის შემდეგ, წმიდანს უთხოვია მამა იერონიმესათვის, რომ მას შემოევლო მონაზონთა ყველა კელია, რათა ისინი დაელოცა (კუნძულ ეგინაზე, სადაც მონასტერი მდებარეობს, მის გარშემო გორაკებზე მრავალი ეკვდერი და მონაზოთა კელიებია). ბერი იერონიმე არ დამორჩილებია უფლის მღვდელმთავრის  ნებას და მონასტრიდან მალულად წასულა. როდესაც მოგვიანებით იგი ამ ამბის შესახებ ჰყვებოდა, თვალებზე ცრემლმორეული ამას ამბობდა: „ვინ ვიყავი მე წმიდანის წინაშე…“. მიუხედავად ამისა, მას ყოველთვის ახსოვდა წმიდანის ეს თხოვნა და გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე, 1957 წელს, წასულა და დაულოცია მონაზონთა კელიები.

ბერ იერონიმოსს 1920 წლის 11 ოქტომბერს, გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე საავადმყოფოში მოუნახულებია წმიდა ნექტარიოსი მისი წმიდანის ხსენების დღეს.

1921 წლის აგვისტოში, წმიდა კინოტი ბერ იერონიმეს ნიშნავს ხუთი წევრისაგან შემდგარი კომიტეტის წევრად, რომელსაც ეკისრება ათონის წმიდა მთის საერთო მდგომარეობის რუქის შედგენა.

ადმინისტრაციული ვალდებულებები და მასზე დაკისრებული დიდი პასუხისმგებლობა ბერ იერონიმეს ხელს არ უშლიდა, რომ დიდი დრო არ დაეთმო მონასტრის წინამძღოლობისა და თავის საძმოს მოვალეობებისათვის. იგი ხდება მონაზონთა თანამორჩილი. მათთან ერთად გათენებას ეგებება ფურნეში ცომის ზელით, ზამთარში მათთან ერთად ხვეტს თოვლს ეზოებიდან, ბაღებში ეგებება შებინდებას, ღამ-ღამობით კი რეცხავს ტანსაცმელს. ამგვარი საქციელით იგი თავის ძმებს თავმდაბლობისა და შრომისმოყვარეობის მაგალითს აძლევდა. ძველად, მის სულიერ მოძღვარსაც სწორედ ასე უსწავლებია მისთვის, თუ როგორ უნდა შეესრულებინა მასზე დაკისრებული ვალდებულებანი.

[გაგრძელდება]

 

შინაარსი
სანიშნეები